რეზნიკოვი: „ძლიერი მოთამაშეები" შემოვლენ უკრაინის იარაღის ბაზარზე

უკრაინამ მოახერხა, საგრძნობლად გაზარდოს იარაღის შიდა წარმოება და ახალი „ძლიერი მოთამაშეები“ მალე შემოვლენ ქვეყნის შეიარაღების ბაზარზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი, რეზნიკოვმა 28 აგვისტოს. იტყობინება უკრაინული მედია.

„ამ თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში იქნება კარგი ამბები უკრაინის იარაღის ბაზარზე ძლიერი მოთამაშეების შესახებ," - აღნიშნა რეზნიკოვმა პრესკონფერენციაზე.


მინისტრის თქმით, უკრაინამ კარგი პროგრესი მიაღწია ქვეყანაში „ბაირაქტარის“ დრონების ქარხნის მოწყობაში.

„ხელმოწერილია ყველა საჭირო დოკუმენტი და შემდეგი მთავარი საკითხი, რომელიც განიხილება, ქარხნის ადგილმდებარეობაა,“ განაცხადა რეზნიკოვმა.